**************

,,მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო..."

2/02/2013

იცით თუ არა რომ...


იცით თუ არა რომ...

  •         ივანე ჯავახიშვილთან ერთად 1918 წლის 26 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა  დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი იყო უნივერსიტეტის ერთერთი პირველი პროფესორი და არქეოლოგიური კათედრის გამგე.
  •  1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო;  მან გადაწყვიტა ეწარმოებინა გათხრები გელათის ტაძარში, რისთვისაც    ესაჭიროებოდა ნებართვა მთავრობიდან, რომელიც მალევე მიიღო. ეს იყო პირველი და ერთადერთი მცდელობა, მოეძებნათ თამარ მეფის აკლდამა. 
  •   "ჯრუჭის ოთხთავი" - უძველესი ქართული მოხატული ხელნაწერია, დაახლოებით 939 წელს შექმნილიჯრუჭის მონასტერში. ჯრუჭის მონასტრიდან ოთხთავი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩამოიტა...
  • ექვთიმემ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში, სტუდენტობისას, გაიცნო. სავარაუდოდ,  1885 წელსილია ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩავიდა პეტერბურგში და ,,ბინად ჩამოხტა" ვასო მაჩაბელთან. .
  •     გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ილია ჭავჭავაძე ექვთიმე თაყაიშვილსა და კიდევ რამდენიმე ქართველ მოღვაწესთან ერთად ქუთაისში ჩაბრძანდა, გელათის ტაძარში არაჩვეულებრივი გამოსათხოვარი სიტყვაც წარმოთქვა.      
  •  ემიგრაციაში ყოფნის დროს, პარიზში, წმ. ექვთიმე თაყაიშვილს ერთი მარჩენალი თხა ჰყავდა და იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა. შიმშილისა და ავადმყოფობისაგან მეუღლე გარდაეცვალა, მაგრამ მან ქართული განძის არც ერთი ექსპონატი გასაყიდად არ გაიმეტა.  
  •    როდესაც საქართველოში ექვთიმეს მიერ გადარჩენილი განძი მოჰქონდათ, მის მცველს ნორმალური ტანსაცმელიც არ ჰქონდა, რომ თავის ნასათუთევს თან გამოჰყოლოდა. მას ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან:,,შილიფად ვარ და გთხოვთ, სამოსი გამომიგზავნეთო".
  •   იცით თუ არა, რომ ქართული განძის მცველი და გადამრჩენელი წმ. ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყველასგან მივიწყებული, მარტოობაში გარდაიცვალა.  
  •   მხცოვანი მეცნიერის პანაშვიდებზემის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს უშლიდნენ პანაშვიდზე შესვლასპროფესორის დაკრძალვას 1953 წლის მარტის ცივ და ქარიან დღესვაკის სასაფლაოზე  50-მდე ადამიანი დაესწრო.
  • წმიდა ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული  ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. იგი მონაწილეობდა  ყველა იმ სხდომაში, რომელზეც მოწინავე ქართველი საზოგადოება სამღვდელოებასთან ერთად ავტოკეფალიის საკითხებს იხილავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით წმიდა ექვთიმემ საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა, რომ არა მისი მოგონებები, უცნობი დარჩებოდა, ილია ჭავჭავაძის როლი ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. ცნობილია, რომ წმიდა ილია მართალი ხელისუფლების მაღალ ინსტანციებში წარსადგენი ავტოკეფალიის მოთხოვნის დოკუმენტების შედგენისას კონსულტაციებს კალისტრატე ცინცაძისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისაგან იღებდა. 
  • საკათალიკოსო საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით 1919 წლის 1 ივლისს მთავრობის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება: „ეკლესია-მონასტრების დაცვის შესახებ“. მოხსენების საფუძველზე დაადგინეს, რომ ორი პირის შემადგენლობით გაგზავნილიყო კომისია ეკლესია-მონასტრების ქონების აღსაწერად და სათანადო აქტების შესადგენად. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ხაზინიდან გამოიყო მიზერული თანხა - 1000 მანეთი. იმავე წლის 12 ივლისს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ამ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი. 1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, წმიდა ექვთიმეს დაევალა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა. იგივე დადგენილებით ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაევალათ, დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, ყოველგვარი პირობა შეექმნათ წმიდა ექვთიმე თაყაიშვილისათვის.დადგენილების შესაბამისად წმიდა ექვთიმემ ფოტოგრაფთან ერთად ექსპედიციაში ორი თვე დაჰყო. მან აღწერა ქუთაისის, გელათის, მოწამეთას, გეგუთის, ხონის, მარტვილის, ჯროჭის, კაცხის, მღვიმეს, დარკვეთის, სავანის სიძველეები, შემდეგომ რაჭის სიძველეებს გაეცნო, ბოლოს კი ფოთის, ახალი სენაკის და გურიის ეკლესია-მონასტრები მოინახულა. ქუთაისში ყოფნისას მას თან ახლდნენ პროფესორი კორნელი კეკელიძე, მღვდელმოწამე ნაზარი, სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი ტრფიონ ჯაფარიძე და ერობის წარმომადგენელი ვასილ ფალავანდიშვილი.    
  •   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში წმექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. სახლ-მუზეუმი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისუწმიდესისა და უნეტარესისილია II ლოცვა-კურთხევითექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივითა და დაფინანსებით გაიხსნა,  2010 წელს.
  • ვანის სიძველეთა შესწავლას დიდი ამაგი დასდო ექვთიმე თაყაიშვილმაიგი იყო ერთადერთი ქართველი არქეოლოგირომელიც რუსეთის იმპერიის არქეოლოგიური კომისიის დავალება-ნებართვით აწარმოებდა გათხრას საქართველოში.
  • ვანის სიძველეთა შესწავლას დიდი ამაგი დასდო ექვთიმე თაყაიშვილმაიგი იყო ერთადერთი ქართველი არქეოლოგირომელიც რუსეთის იმპერიის არქეოლოგიური კომისიის დავალება-ნებართვით აწარმოებდა გათხრას საქართველოში.
  • ექვთიმემ აკაკი წერეთელი მაშინ გაიცნო, როდესაც თვითონ მეშვიდე კლსში იყო. იმ დროს ექვთიმე თაყაიშვილი პოლკოვნიკ ალექსანდრე მუსხელიშვილთან ცხოვრობდა. აკაკი ზოგჯერ ანეტასთან სტუმრად დადიოდა და იქ ხვდებოდა მას.
  • 1937 წელს შეგროვილი თანხით გამოიცა მონუმენტური, 440-გვერდიანი ნაშრომი - „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“. 1938 წელს გამოცხადდა სახსრების შეგროვება II წიგნისათვის და დაიბეჭდა ანგარიშები. 1938 წლის ბოლოს გამოიცა „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს“ და დაიწყო მზადება III წიგნის გამოსაცემად „არქეოლოგიური ექსპედიცია სამუსულმანო საქართველოში, ტაო-თორთუმ-ისპირში 1917 წელს“, რაც ვეღარ მოესწრო მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო. ეს ორი ფუნდამენტური გამოკვლევა კი დღემდე რჩება საუკეთესო გამოცემად მრავალი აწ უკვე განადგურებული თუ დასაღუპად განწირული ძეგლის შესასწავლად...
  • 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“ უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმინდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნაექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.


No comments:

Post a Comment