**************

,,მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო..."

2/09/2013

ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია


  
      ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს სოფელ ლიხაურშიაზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახშიეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო “კორდონის უფროსად” იწოდებოდაექვთიმეს დედანინოთავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყოექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმებინიკო და ვარლამი.მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევიაექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს:” ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარსამი წლისა ხეზე გავსულვარგადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია”. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდამაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.
  მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებიადაქვრივებული მამიდაუფროსი და და სიძერომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.
ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაშისწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალსექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.
    სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელაროგორც თვითონ წერს: ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლარადგან უფრო ევროპული ქალაქი იყოვიდრემაგალითად, მოსკოვი…”. 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრითუნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენააღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც “გატეხია ენა”. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და კანდიდატის ხარისხი მიიღო.
    1887 – 1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორისალექსი ჭიჭინაძის მიწვევითბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.
  1888 წელსიგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანესპარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაშიექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემრომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადშიისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიერთად ეძებდნენკრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებსსწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში. «საზოგადოების წევრი რომ გავხდიმივიხედ-მოვიხედეშევიტყვერომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელიდავუწყე პატრონობამერე თანდათან გამიტაცაშემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზეთან ახალ-ახალსაც ვაგროვებდიშემოწირულით აღარ ვჯერდებოდისაზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყესხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღეაგენტები გავიჩინე – ექვთიმე თაყაიშვილი»
  1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია “პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა “ახალი ვარიანტი წმნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა”. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი “ხელმწიფის კარის გარიგების” ხელნაწერიეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ “ხელმწიფის კარის გარიგება” მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცაასევე გამოკვლეული აქვს “აბდულმესიანის”, “თამარიანისს”, “ვისრამიანის”, “ამირანდარეჯანიანის”, “როსტომიანის”, “ქილილა და დამანას”, “რუსუდანიანის”, “ომანიანის”, თეიმურაზ I თხზულებათათეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.
      უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ “ვეფხისტყაოსნის” ძველ ხელნაწერებსმან თავი მოუყარა 17 ხელნაწერსრომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყოროგორც ვარიანტებითისე მხატვრობითსაერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობებიექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლისრომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინაასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი “ვეფხისტყაოსანი”. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობითექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული “ვეფხისტყაოსნისა”, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
  1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდამალე ექვთიმეს რედაქტორობით “წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
    ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდადირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებსპროფესორი მიხაკო წერეთელი წერდა: «ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყოარც ხელოვნებათა მეცნიერიარც ისტორიკოსიარც ქართული ფილოლოგიის სწავლულიმაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყომეორეცმესამეც და მეოთხეცსიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლაიგი იყო “მოხალისე”, “მოყვარული”, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ… იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძისთავისი უფროსი თანამედროვის ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისარომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგაროდაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს
   1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელსექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილიახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილიმეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყოამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარიამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარიოთხთა ეკლესიაპარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლებიამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.
       ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთშიმონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.
    ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს “მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის” მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
    საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამრომლის მიზანი საქართველოს ისტორიისმისი ხალხის ყოფა-ცხოვრებისხელოვნების ძეგლების შესწავლა იყოსაზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდესაისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალამრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებასექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია “ძველი საქართველო” და “საქართველოს სიძველენი”. იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.
   «საქართველო დავიარე და დავინახეთუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაცპირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამრაც შეიძლება მეტი მომესწრომით უმეტესრომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდირას არ ვკიდებდი ხელსმაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავსწარი . . . . არ იყო ხალხითითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმესარ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სერნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენციამაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! – ექვთიმე თაყაიშვილი»
       ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.
   დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაშიიგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული “ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების” კომისიაშიუნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნაექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხიიგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდაერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალსამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიასუნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტსექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვაის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.
     საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდაიგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასმისი აღიარების დასტური იყო ისრომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული “ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი”- თავმჯდომარეამასთანიგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის “Georgica” (ლონდონისარედაქციო საბჭოს წევრი.
       გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილიმასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობაოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძურიძვირფასი ხელნაწერებიზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობაგელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონებათბილისის სასახლის განძეულობაბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალიმიუხედავად იმისარომ განძის მესაკუთრედოფიციალურადსაქართველოს მთავრობა ითვლებოდაფაქტობრივადგანძს თაყაიშვილი მეურვეობდაგანძისულ 39 ყუთიექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.      ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: «თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადიიმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაშისაზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაშიაქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგებააღწერა გამოქვეყნება დარაც მთავარიადაცვა
     განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებსმაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდამან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივისსამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულისსალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.
    ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზემის ნაცვლად შეიქმნა “ქართული ოფისი”. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდაამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრააქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდარომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერებისაბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელიჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ - ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვსრომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვათანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზედე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზერაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.
     1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით “ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ”. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.
      ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლეივანე პოლტორაცკის ასული ნინორომელზეც 1894 წელს იქორწინადა ქალიშვილი. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღოდიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალსუკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალამის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწროამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მას სახელად “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი” უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმინდა ექვთიმეს სახლ – მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. “ექვთიმე ღვთისკაცის” ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.

No comments:

Post a Comment