,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკში ინახება საქართველოს საისტორიო - საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდი, რომელიც 20 000-მდე ისტორიულ - მხატვრული და სამეცნიერო ღირებულების საბიბლიოთეკო დოკუმენტს აერთიანებს.
საქართველოს საისტორიო - საეთნოგრაფიო საზოგადოება, ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით, 1907 წელს დაარსდა. საზოგადოებას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარების საქმეში. მისი ძალისხმევით განადგურებას გადაურჩა ქართული კულტურის არაერთი თვალსაჩინო ძეგლი,"––ეს ინფორმაცია და ექვთიმეს ხელნაწერები თსუ–ს გვერდზე (tsu.edu.ge) აღმოვაჩინე. მართალია, ისინი (ხელნაწერები) მხოლოდ საბიბლიოთეკო დავთრებია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ხელნაწერის ხილვა მაინც საინტერესო და სასურველი იქნება თითოეული ქართველისათვის.
კაი ბლოგია მომეწონა...
ReplyDeleteჩემიც იხილეთ
ექვთიმე თაყაიშვილი