ორჯერ იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ტაოში. 1902 წელს არტაანიდან მოყოლებული კოლამდე. აღწერა ბანა ახლომდებარე ეკლესიებით და ჩანგლთან შეჩერდა. მეორედ 1907 წელს შეწყვეტილი გზა გააგრძელა, კოლა-ოლთისის მიდამოები შემოიარა. 1917 წელს მესამედ გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოსანახულებლად. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ე. ერმაკოვი, (ფოტოგრაფი), გიორგი შევარდნაძე, ანატოლი კალგინი, ანატოლი ზანდევიჩი, რომელიც შემდგომ ახალ დაარსებულ თბილისის სახელმწიფო მუზეუმში მოღვაწეობდა.
1917 წლის არქელოგიური ექსპედიციის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს:
,,ხელ-ფეხს მიკოცნიდა კოლა–ოლთისისა და ჩინგლის ქართველობა, მშვიდად ბრძანდებოდეთ, მამა-პაპათა ნაამაგარს არავის
დავანგრევინებთ და დავიცავთო, ბევრ მათგანს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება, რომ ისინი ქართველები არიან, თითქოს ყველას ჰქონდა“.
მოგზაურობას თვალი გადავავლოთ ლადო გუდიაშვილის მოგონებებით, რომელიც საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესზე წერდა: „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს… არც დაღლა იცოდა , არც დასვენება … ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “.
ექსპედიციის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ, რომ არა მეცნიერის ასეთი თავგამოდება, დღეს ისტორიას არ ექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერილობა, დეტალური მასალა ისეთი ქართული ძეგლებისა, როგორებიც არის ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა... ექსპედიციამ ზუსტად გარკვია და დაადგინა ტაძრების, ეკლესიების, ციხეების სახელწოდებები და ადგილ –მდებარეობა, რაც ამ მოგზაურობამდე უცნობი და შეუმოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისათვის.
ექვთიმეს თაოსნობით შეისწავლეს ყველა წარწერა, ქრონიკონი –– თარიღის აღმნიშვნელი ასოები, „მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წარწერების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე გადმოღებისთანავე კიხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას, ჩვენ, ახალგაზრდები, ვისვენებდით, იგი კი უჯდა საქმეს, ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკიხავი.
თუ რამე ახალს, ,,მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა, ახალგაზრდულად წამოხტებოდა, ქაღალდს დროშასავით ააფრიალებდა და აღფრთოვანებით შესძახებდა: –– აღმოჩენა!.. ახალი აღმოჩენა!
დიდ მეცნიერს ხელოვნებაში განსაკუთრებით ჩარჩენია მეხსიერებაში ხახულში ნანახი ქვაში ტვიფრული სიმბოლო –– ქართული ფასკუნჯი, მუდმივი აღორძინების იდეა!
„ეს კლასიკური ნიმუში ნოტრდამის ქიმერების შემოქმედებასაც შეეხამება"!–– წერდა ლადო გუდიაშვილი.
უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი ძეგლები თითქოს უპატრონო, თითქოს ძილსაც მისცემიან... მაგრამ მაინც ალერსსა და სითბოს ითხოვენ ჩვენგან. ელიან მფარველსა და მცველს. ექვთიმეს ექსპედიციამ დროულად შეაღო ამ ტაძრის საუკუნეთა მანძილზე დახშული კარები...
Best 8 casino games for beginners - DrmCD
ReplyDeleteThere is 양산 출장안마 always a 광주광역 출장안마 huge 남원 출장안마 amount to learn, and there are many ways to try your hand at games. But we 의정부 출장마사지 want to keep this in mind! · 1. Spin the casino 시흥 출장마사지