(გ.ლომთათიძის მოგონებებიდან)
მ ო ქ ვ ი ს ს ა ხ ა რ ე ბ ა
პროფესორი ელენე მაჭავარიანის თქმით, მოქვის ოთხთავი – 1300 წელს შესრულებული და ერთ-ერთი ყველაზე უხვად დასურათებული ძველი ქართული ხელნაწერი მოქველმა ეპისკოპოსმა დანიელმა მოქვის ეკლესიას შეწირა. უნიკალური სახარება 19-ე საუკუნის 80-იან წლებში გელათის მონასტრის წიგნსაცავში ინახებოდა, 1921 წელს კი საქართველოს ეროვნულ საგანძურთან ერთად საზღვარგარეთ გაიტანეს. საქართველოში მისი დაბრუნება მხოლოდ 1945 წელს მოხერხდა. სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოხვდა პარიზიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებული საგანძურის კოლექციიდან.
ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი მოქვის სახარების შესახებ ამბობს: „სამწუხაროდ ისეთ მდგომარეობაშია, რომ მასთან მკვლევარის მიკარებაც კი არ შეიძლება და ფაქტობრივად ხელსაც კი ვერ ვახლებთ. ხდება ისეთ, რომ მიკრონაწილაკები ცვივა მინიატურას, მიმობნეულია ეტრატის სხვადასხვა ნაწილებზე და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მხატვრობა შესრულებულია ტყავზე, მაგრამ ფონად აქვს გამოყენებული ოქრო. დროთა განმავლობაში საღებავებსა და ეტრატს შორის არსებული შემაკავშირებელი ნივთიერება ამოშრა, საღებავებმა შეიშრო ეს ოქრო. ამის გამო მინიატურების ნახატობა იშლება, იტკიცება და საჭიროებს დახმარებას“. [ http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2133193.html ]

ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
თინათინის გამეფების სცენა, მინიატურა წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი წიგნიდან |
ნესტან–დარეჯანის ქაჯეთში გაგზავნის სცენა, მინიატურა წერეთლისეული ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი წიგნიდან |
მინიატურა წერეთლისეული ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი წიგნიდან |
1895, როცა ეს სახარება ე. თაყაიშვილმა პირველად ნახა წალკის რაიონის სოფ. წინწყაროში, მას მხოლოდ ხის ყდა ჰქონდა. ბექა ოპიზარს შეუსრულებია აგრეთვე ანჩის სახარების ყდის მოჭედილობაც. ხელნაწერის ბოლოს დართულ ანდერძში ნათქვამია, რომ სოფრომ მწიგნობარმა წიგნის ყდა მოაჭედინა “… ღმრთისა მიერ კურთხეულსა ღირსსა ოქროჲსმქანდაკებელსა ბექასა”. (XII ს.)
ანჩის სახარება XII-XIII ს.
მინიატურები და ყდა შესრულებულია
ბექა ოპიზარის მიერ
მეათე საუკუნის ოთხთავი უძველესი ქართული მოხატული ხელნაწერია ჯრუჭის მონასტერში დაცული კოდექსი თბილისში ექვთიმე თაყაიშვილმა 1919 წელს ჩამოიტანა.
შატბერდის მონასტერში ოთხთავი 936 წელს, გრიგოლ მირდატის ძის დაკვეთით გადაუნუსხავთ, “დაიწერა წმიდა ესე სახარება შატბერდს, ელითა უცბად მჩხრეკალისა გაბრიელისითა.” იმ დროის გემოვნებისა და მოთხოვნის შესაბამისად სადა, მოურთავი ტექსტის სილამაზეს მხოლოდ მონოქრომული ასომთავრული განსაზღვრავს. გადაწერიდან ოთხი წლის შემდეგ, 940 წელს, ხელნაწერი მინიატურებით მოუხატავთ. მხატვარ თევდორეს, რომელიც თავს “კამარათა მწერალს” უწოდებს სახელი დაფარულად, სარკისებრ წაუწერია საწყის გვერდზე. ჯრუჭის ოთხთავი ტაო-კლარჯეთის მხატვრული სკოლის ნიმუშია. როგორც ჩანს, ამ მხარეში ადრეული პერიოდიდან არსებობდა ხელნაწერი წიგნისა და მათ შორის, ოთხთავის, მხატვრული გაფორმების ტრადიციაც.
No comments:
Post a Comment