იცით, ბავშვებო, ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი? ის მეცნიერი
და საზოგადო მოღვაწე იყო. მისი დამსახურებაა, რომ ქართველები ვამაყობთ ჩვენი კულტურით,
ხელოვნებით, ისტორიით... სწორედ მან შემოგვინახა და გადაარჩინა ჩვენი წარსული. მისი
ღვაწლი და ამაგი იმდენად დიდია საქართველოს წინაშე,რომ ვთვლი, აუცილებლად უნდა იცნობდეთ
მის ცხოვრებას, ამიტომ შევეცდები, გაგაცნოთ ის:
ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წელს გურიის სოფელ ლიახურში. მას ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა, სულ ხუთი დღის დაბადებული იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა.
თურმე ბავშვობაში ძალიან ცელქი ყოფილა,
ერთხელ ხეზე ასულა, ტოტზე ფეხი დასცდომია, ხიდან ჩამოვარდნილა და ფეხი ისე მოუტეხავს,
რომ სიცოცხლის ბოლომდე ხეიბრად დარჩა.
ამას მისთვის ხელი არ შეუშლია და თურმე ყოველთვის
სწრაფად დადიოდა.
პატარა
ექვთიმეს თითქოს ეს არ ეყოფოდა, უფრო დიდი განსაცდელი მოუმზადა ბედმა და ერთ დილას
გარდაცვლილი დედის გვერდით გაიღვიძა,.. მაშინ ის, სულ რაღაც, ხუთი წლის იყო. დაობლებული
ბავშვი ბებიამ, უფროსმა დამ და მამიდამ აღზარდეს.
ექვთიმე პატარაობიდანვე ძალიან გონიერი და
ჭკვიანი ყოფილა. სასწავლებლად იგი ქუთაისის
კლასიკურ გიმნაზიაში მიუბარებიათ. აქ ის იმდენად კარგად სწავლობდა, რომ ცოტა ხნის შემდეგ
უმცროსკლასელებსაც კი ამეცადინებდა. მან წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, შემდეგ კი
პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც ბევრი გამოჩენილი ქართველი სწავლობდა.
სამშობლოში დაბრუნების
შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი მიიწვიეს რამდენიმე სასწავლებელში ძველი ბერძნული და ლათინური
ენების მასწავლებლად. სამოღვაწეოდ მან მხოლოდ მასწავლებლობა არ იკმარა და დიმიტრი ბაქრაძესთან
ერთად მთელ საქართველოში დაიწყო ძველი ხელნაწერების
შეგროვება, რადგან გული სტკიოდა, რომ საქართველოში თითქმის არ მიმდინარეობდა სამეცნიერო
სამუშაოები ისტორიის შესასწავლად
და არ ეწყობოდა სამეცნიერო ექსპედიციები. როცა ახალ ხელნაწერებს აღმოაჩენდა, მის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ წერდა. „ივერიის“ ხელმძღვანელი ილია ჭავჭავაძე იყო,
ის ექვთიმეს ბევრ რამეში ეხმარებოდა. სწორედ მან გააცნო ახალგაზრდა მეცნიერს ნინო პოლტორაცკაია,
რომელიც სულ მალე მისი მეუღლე გახდა...
ექვთიმე ყველანაირად ცდილობდა აღმოეჩინა ძვირფასი ნივთები, ხანდახან გლეხები ხვნა-თესვისას პოულობდნენ მათ, ექვთიმე კი მაშინვე იქ გაჩნდებოდა და ყიდულობდა ამ ნივთებს, ხშირად ამას საზოგადოების შემოწირულობით აკეთებდა, რადგან მდიდარი არასოდეს ყოფილა.
თურმე ხშირად ასეთ ეშმაკურ ხრიკს მიმართავდა –– თუ რომელიმე ნაცნობის სახლში რამე ძვირფასსა და ღირებულს აღმოაჩენდა, ცოტა ხნით მოთხოვდა პატრონს, ეტყოდა შევისწავლი და დაგიბრუნებო, ცოტა ხანში კი ნივთის მფლობელი გაზეთში განცხადებას წააწყდებოდა: „ამა და ამ ადამიანმა თავისი ნივთი ეროვნულ საგანძურს გადასცაო“...––აბა, სხვა რა გზა ჰქონდა პატრონს? უკან ხომ ვეღარ მოითხოვდა ამ ნივთს?
1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რომელმაც, სამწუხაროდ, მხოლოდ 3 წელს გასტანა, ამ ხნის განმავლობაში ექვთიმეს ძალისხმევით გაიხსნა მუზეუმები, სადაც მის მიერ შეგროვებული ნივთები ინახებოდა.

ცოტა
ხანში ამ ყველაფერს საფრთხე დაემუქრა, რადგან საქართველოს მტრები ანადგურებდნენ ძვირფასეულობას,
წიგნებსა და ძველ საბუთებს, ამიტომ ექვთიმემ დიდი შრომის ფასად მოახერხა ამ განძის
ყუთებში ჩალაგება და ბათუმში ჩატანა, იქ კი ფრანგულ გემზე გადააწყვეს. განძეული სულ 39 ყუთი იყო.
მეორე დილით ექვთიმე და ნინო თურქეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ,
მაგრამ, აბა წარმოიდგინეთ, ბავშვებო, მათი მწუხარება, როდესაც ნავსადგურში მისულებს,
გემი უკვე ზღვაში გასული დახვდათ!
საბედნიეროდ,
უფალი დაეხმარა ნინოსა და ექვთიმეს და მეორე დღეს პატარა გემით მოახერხეს თურქეთში
წასვლა. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც საგანძურით სავსე ყუთები გემზე უვნებლად
ნახეს. შემდეგ განძი სხვა გემზე გადატვირთეს და საფრანგეთისკენ გაცურეს.
როცა ჩავიდნენ
საფრანგეთში, ყუთები პარიზში, ბანკის საცავში,
შეინახეს. აქვე დასახლდნენ ექვთიმე
და მისი მეუღლეც. ქართველმა მეცნიერმა ერთი
თვის განმავლობაში პარიზის მუზეუმები და ბიბლიოთეკები შემოიარა და იქაც აღმოაჩინა რამდენიმე
ქართული ხალნაწერი...
პარიზში საცხოვრებლად ფული მხოლოდ ერთ
წელიწადს ეყოთ. შემდეგ საქართველოს მთვრობამ
სოფელ ლევილში პატარა მამული შეიძინა და ექვთიმე და ნინოც იქ გადავიდნენ საცხოვრებლად.
მათ ძალიან გაუჭირდათ, ექვთიმე სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებდა სტატიებს, მაგრამ
ამაში ცოტა ფულს აძლევდნენ, ნინო კი ბავშვებს მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. ასევე
უკრავდა კინოთეატრში, იმ დროს კინოს ხმა არ ჰქონდა და უხმო ფილმის ყურება მოსაწყენი
რომ არ ყოფილიყო, ეკრენის წინ პიანინო იდგა, რომელზეც ვინმე უკრავდა. აი, ასეთ კინოთეატრში
უკრავდა ნინო.
...ექვთიმეს ერთ წუთში შეეძლო გამდიდრება. საკუთარი მონეტების კოლექციაც რომ გაეყიდა, მთელი სიცოცხლის მანძილზე არაფერი გაუჭირდებოდა, მაგრამ ეს ნივთები საკუთარი ბედნიერებისთვის არ ემეტებოდა, სურდა ისინიც ქართველებისათვის გადაეცა.

მსოფლიოს
უმდიდრესი მუზეუმების დირექტორები სთხოვდნენ ექვთიმეს მათთვის მიეყიდა განძი, მაგრამ
ყოველთვის უარს იღებდნენ მისგან.
ცოტა
ხანში ქართველებს საფრანგეთში მცხოვრებმა სალომე დადიანმა უჩივლა, ის სამეგრელოს მთავრების
შთამომავალი იყო. მან თქვა რომ განძეულში დადიანების კუთვნილი ნივთები არის და ისინი
მე მეკუთვნისო. დიდი შრომისა და ნერვიულობის ფასად დაუჯდა
ექვთიმეს ფრანგებისთვის იმის დაჯერება, რომ დადიანების განძეული უკვე დიდი ხანია საქართველოს
სახელმწიფოს ეკუთვნოდა.
ექვთიმემ
სასამართლოში კი დაამტკიცა, რომ განძი მას ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა ახალი საფრთხე გამოჩნდა;
ფრანგული ბანკის მმართველებს გაახსენდათ, რომ
განძის შენახვის ქირა 13 წელია არავის გადაუხდია...
ისევ გამოჩნდნენ მუზეუმების დირექტორები და ექვთიმეს განძის მცირე ნაწილის სანაცვლოდ ბანკის ვალის მთლიანად დაფარვას ჰპირდებოდნენ, მაგრამ მათმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა, ექვთიმე კვლავ ყველას უარით ისტუმრებდა და ამბობდა, განძი საქართველოს ეკუთვნის და ადრე თუ გვიან მას აუცილებლად დავაბრუნებ ჩემს სამშობლოშიო.
ამ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ჯერ კიდევ წინ იყო, აქამდე ქართველები განძის პატრონებად ითვლებოდნენ, მაგრამ ახლა საფრანგეთის მთავრობამ მიისაკუთრა ის და მისი ზედამხედველობა ვინმე პიერ ჟოდონს დაავალეს. მაგრამ ჯერ ყველაფერი ისევ წინ იყო, გერმანელებმა გაიგეს ქართული განძის ამბავი და გადაწყვიტეს განძის წართმევა. საბედნიეროდ, პიერ ჟოდონი კარგი კაცი აღმოჩნდა, ექვთიმეს უამბო ყველაფერი და დახმარებასაც დაჰპირდა.

მათ ცივი უარი უთხრეს გერმანელებს, არ
ვიცით განძი სად არის, უკვე რამდენიმე თვეა ჩვენც ვეძებთო. გერმანელებმა იცოდნენ, რომ
განძი რომელიღაც ბანკის სარდაფში ინახებოდა, ჩამოივლიდნენ ყველა ბანკს, გაჩხრეკდნენ
და ძვირფასეულობასაც იპოვნიდნენ, მაგრამ ექვთიმე და პიერი საკმაოდ ჭკვიანები იყვნენ,
ეტლი იშოვეს, მასში ყუთები ჩატვირთეს და ვერსალის ბიბლიოთეკის სარდაფში დამალეს. მათ
საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეს, რადგან გერმანელებს ეტლი რომ გაეჩერებინათ და
განძი ენახათ, ორივეს დახვრეტდნენ. ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ექვთიმე კი ისევ ლევილში ცხოვრობდა და
ძალიან უჭირდა, ხშირად ლუკმაპურიც ენატრებოდა, მისი ერთადერთი საკვები თხის რძე იყო,
იმ თხისა, რომელიც ძლივს შეკოწიწებული ფულით იყიდა.
...მალე ექვთიმეს საქართველოში დაბრუნების დროც დადგა. საქართველოში მყოფმა მეცნიერებმა ისე მოახერხეს, რომ ტვირთი თვითმფრინავით პირდაპირ თბილისში ჩამოფრინდა და არა რუსეთის დედაქალაქში. მაშინდელი თვითმფრინავები ჰაერში დიდხანს ვერ ძლებდნენ, ხშირად სჭირდებოდათ საწვავის შევსება, ამიტომ საშიში იყო მოსკოვში არ ჩაფრენილიყო საწვავის შესავსებად თვითმფრინავი; რუსები განძს დაიტოვებდნენ და აღარ დაგვიბრუნებდნენ. საქართველოში გამომგზავრების წინ, თავიდან, თითქოს, ექვთიმე თაყაიშვილს არ უნდოდა სამშობლოში დაბრუნება. ამბობდა, მთავარია განძი საქართველოში იქნება, მე სად მოვკვდები რა მნიშვნელობა აქვსო. ძალიან გაუკვირდათ ექვთიმეს ასეთი ქმედება, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ მას თავისი გაცვეთილი ტანსაცმლისა რცხვენოდა, არ უნდოდა ასე დაბრუნებულიყო სამშობლოში.

მოხუც მეცნიერს
სამშობლოშიც ისევე უჭირდა, როგორც საფრანგეთში,
მაგრამ მას ერთი ნაჭერი პურიც ჰყოფნიდა. ის ბედნიერი იყო, დარწმუნებული იმაში, რომ ოდესმე საქართველოშიც იქნებოდა ბევრი მუზეუმი.
დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა: „მოვა დრო და ილია ჭავჭავაძეს, ექვთიმე თაყაიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს ქართული ეკლესია წმინდანებად შერაცხავსო“.
დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა: „მოვა დრო და ილია ჭავჭავაძეს, ექვთიმე თაყაიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს ქართული ეკლესია წმინდანებად შერაცხავსო“.
ილია ჭავჭავაძე და ექვთიმე თაყაიშვილი მართლაც წმინდანებად შერაცხა ქართულმა
ეკლესიამ...
მასალა მოამზადა X კლასის მოსწავლე მარიამ მურადაშვილმა
მასალა მოამზადა X კლასის მოსწავლე მარიამ მურადაშვილმა
გამოყენებული ლიტერატურა: ,,ექვთიმე თაყაიშვილი,
დიდი ქართველები (გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები)
,,საბავშვო კარუსელის" ბიბლიოთეკა" .
ნახატები შეასრულა ამავე კლასის მოსწავლე
გოგა გელიაშვილმა (ზემოთ აღნიშნული წიგნიდან).
ნახატები შეასრულა ამავე კლასის მოსწავლე
გოგა გელიაშვილმა (ზემოთ აღნიშნული წიგნიდან).
This comment has been removed by the author.
ReplyDelete